ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ჰელსინკის კომისიაში 20 ივნისს ჩანიშნულ მოსმენას გამოეხმაურა.
გიგი წერეთელის თქმით, ამერიკის კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში უკვე იყო ერთი განხილვა, სადაც ძალიან ბევრი რამ ნათელი გახდა, მაგრამ 20 ივნისს არის კიდევ ერთი მოსმენა, რომელიც შეეხება იმ საკითხს, თუ როგორ ახდენენ რუსეთი და სხვა არადემოკრატიული რეჟიმები ჰიბრიდული ომის პირობებში სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსი კანონების ინიცირებას.
„მე ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ დაანახებს ყველას, თუ როგორ ორკესტრირებულად და მიზანმიმართულად ხდება ამგვარი კანონის ინიცირება, საზოგადოებაში დაძაბულობისა და პოლარიზაციის შეტანა, სამოქალაქო სექტორია და მედიის დაშინება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში“ - აღნიშნა გიგი წერეთელმა.