ესტონეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს მის აშკარა სურვილს, იყოს ევროპის ნაწილი, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი X-ზე წერს.
კალასი ზურაბიშვილს უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვდა, რომელიც შვეიცარიაში იმართება.
"უკრაინის მშვიდობის სამიტზე, საქართველოს ევროპულ მომავალზე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან ვისაუბრე. ესტონეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს მის აშკარა სურვილს, იყოს ევროპის ნაწილი", - წერს კალასი.