მშვიდობის სამიტი ნაკლებად ატარებს სერიოზულ სახეს, რადგან გადაწყვეტილების მიმღები მთავარი აქტორები არ მონაწილეობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პლატფორმას, სადაც მართლაც მიიღება გადაწყვეტილებები.
„ჩემი ღრმა პატივისცემა შვეიცარიას, შვეიცარიის ხელისუფლებას, უკრაინელ ხალხს, მაგრამ ეს სამიტი და ეს ფორმატი ნაკლებად ატარებს სერიოზულ სახეს, რადგან არ მონაწილეობენ მთავარი აქტორები, ვინც არის გადაწყვეტილების მიმღები. მათ შორის აშშ-ის ლიდერი, აღარ ვსაუბრობ სხვა იმ გმირებსა თუ ანტიგმირებზე, რომლებიც არიან ამ პროცესის უშუალო მონაწილეები. რისი გადამწყვეტია ზელენსკი ცალმხრივად სალომე ზურაბიშვილთან ერთად, ეს ალბათ საზოგადოებას ღიმილს ჰგვრის.
ირაკლი კობახიძე დაესწრო იმ პლატფორმას, სადაც მართლაც მიიღება გადაწყვეტილებები, პლატფორმას რომელიც მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხისათვის, მისი სახელმწიფოებრიობისთვის და ინფრასტრუქტურული ხელშეწყობისათვის, აღდგენის თვალსაზრისით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა, ხალხი და საზოგადოება მზად არის, დაუდგეს გვერდში თავის მოძმე ერს, უკრაინელ ხალხს და მიიღოს მონაწილეობა ამ ქვეყნის აღდგენაში და მისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში“, – განაცხადა ოდიშარიამ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა.