შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება საქართველოს მთავრობის მეთაური, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტები საერთაშორისო იზოლაციაში არიან, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
„ძალიან ნიშანდობლივია, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური არ იქნება წარმოდგენილი ამ ძალიან მნიშვნელოვან მსოფლიო სამიტზე, რომელიც ტარდება შვეიცარიაში, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან მსოფლიო ლიდერები 80-მდე ქვეყნიდან, მათ შორის უმაღლეს დონეზე აშშ-ის მხრიდან, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტები საერთაშორისო იზოლაციაში არიან და მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეძლებს წარმოადგინოს საქართველო და დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესი.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.