უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი შეცდომას უწოდებს ნატო-ს ქვეყნების სურვილს დაამარცხოს რუსეთი უკრაინაში.
ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთი ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური წევრია და დასძინა, რომ ნატო-ს წევრი 32 ქვეყნიდან 31-ს სურს რუსეთზე გამარჯვება, რაც დიდი შეცდომაა.
"უნგრეთის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ეს შეცდომაა. თუნდაც ეს ნიშნავდეს, იმას, რომ ჩვენ მარტო დავრჩით 32-ს შორის", - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
ორბანმა თქვა, რომ უკრაინის გამარჯვება აუცილებელი არ არის, მაგრამ ამის მიუხედავად, ნატო მაინც „აგრძელებს ომს, ხოლო უნგრეთი მშვიდობის მხარესაა“.
მან თქვა, რომ არ სურს „უნგრეთის ერთი კვადრატული ინჩიც კი გახდეს რუსეთის სამხედრო სამიზნე“.
ორაბანის თქმით, ცდილობენ უნგრეთი იმ მხარეს გადაიყანონ, რომლის თანახმად "მშვიდობა შეიძლება გადაწყდეს ომით".
ბოლოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ხელს არ შეუშლის ნატო-ს მისიას უკრაინაში, მაგრამ არც მონაწილეობას მიიღებს.