ვგმობთ საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არალეგიტიმურ არჩევნებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარების, მარინა კალიურანდისა და სვენ მიქსერის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ჩვენ ვგმობთ 2024 წლის 9 ივნისს საქართველოს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებს. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფიქტიური არჩევნების ორგანიზება უხეშად არღვევს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.