ზოგი ერთ კურორტზეა დასასვენებლად, ნაწილი არგენტინაში ნებივრობს, მე არ წამიყვანეს სხვათაშორის, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში კვორუმის არარსებობასთან დაკავშირებით განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, "ქართულ ოცნებას" ძალიან უნდა, რომ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი მარტო თვითონ მიიღოს და არ უნდა, რომ ასეთ წმინდა საქმეში ვინმე გარიოს.
„მოულოდნელად ჩამოკრა უბედურების ზარმა და აღმოჩნდა, რომ დარბაზში 60 დეპუტატია ნაცვლად 76-ისა. მოგეხსენებათ ფულიანი ხალხია ჩვენი კოლეგები. ზოგი ერთ კურორტზეა დასასვენებლად, ზოგი მეორეზე, ნაწილი საერთოდ არგენტინაში ნებივრობს. მე არ წამიყვანეს სხვათაშორის.
ჩვენ ზოგადად, ძალიან გვინდოდა დღეს პოლიტიკური გამოსვლებით სარგებლობა, მაგრამ თან ვიცით, რომ 18 ლგბტ კანონია შემოტანილი, რომელიც "ქართულ ოცნებას" ძალიან უნდა რომ მიიღოს. თან უნდა, რომ მარტო თვითონ მიიღოს. არავინ უნდა, ასეთ წმინდა საქმეში გარიოს. გამოდიოდა, იმის გამო, რომ კვორუმი ჩვენი მონაწილეობით შედგებოდა, ჩვენ უნდა დავხმარებოდით "ქოცებს" ლგბტ კანონის მიღებაში. ჩვენ ასეთი ინტერესი არ გვქონდა, ამიტომ, მოდი, გადავულოცოთ "ქართულ ოცნებას" მარტო ეს საქმე. თვითონ შეაგროვონ საჭირო დეპუტაცია, თვითონ გაიარონ საკმარისი რეგისტრაცია და თვითონ დაუჭირონ მხარი. ჩვენთან არაფერი არ იყო შეთანხმებული ამ კანონთან დაკავშირებით, არც სხვა კანონთან დაკავშირებით და უბრალოდ, ვერ მივხვდით რატომ უნდა დავხმარებოდით "ქართულ ოცნებას" ისეთი კანონის მიღებაში, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ფეხებზე კიდია," - განაცხადა ხვიჩიამ.
პარლამენტის სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიხსნა. შალვა პაპაშვილმა სხდომაზე რეგისტრაცია ორჯერ გამოცხადა, თუმცა კვორუმი არ შედგა. პირველ ჯერზე 71, ხოლო განმეორებით რეგისტრაციაზე 73 დეპუტატი დაფიქსირდა.
შალვა პაპუაშვილმა სხდომის დაწყება 3 საათამდე გადაიტანა.