ხიდაშელის თქმით, რამდენიც არ უნდა ამტკიცოს "ქართულმა ოცნებამ", რომ ინვესტორები, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდნენ, კერძო კომპანიის წარმომადგენლები არიან, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
მისივე თქმით, ჩინეთში კერძო ბიზნესი არ არსებობს და ყველა კომპანია მეტნაკლებად სახელმწიფოზეა დამოკიდებული.
„არ არსებობს ჩინეთში კერძო ბიზნესი იმ გაგებით, როგორც ეს არის დასავლურ სამყაროში. ყველა ჩინური კომპანია ეს არის რაღაც ფორმით, ზოგი მთლიანად, ზოგი 85%-ით და ყველაზე უარეს შემთხვევებში 65 და 60%-ით დამოკიდებული სახელმწიფოზე. როდესაც რუსეთის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანის ბიზნესმენები ჩადიან აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში, ეს ნიშნავს, რომ ისინი იქ ჩადიან სახელმწიფოს და მმართველი პარტიის ნებართვით და მათი მხარდაჭერით. ამიტომ, რაც არ უნდა ილაპარაკოს „ქართულმა ოცნებამ“ და როგორი კვანწებიც არ უნდა გამოსდოს ჰაერში, ამ ფაქტებს ვერსად წაუვლენ, - ტვ პირველის ცნობით, განაცხადა თინა ხიდაშელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ მიწებზე ჩინეთი მანქანათმშენებელი ქარხნის აშენებას გეგმავს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალში ჩინელი ინვესტორების ვიზიტზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.