ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ის თავმჯდომარეობის პოსტი დატოვა.
თანამდებობიდან გადადგომის მოტივად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. როგორც ენმ-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ხაბეიშვილმა განაცხადა, სპეცრაზმის მიერ, მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემდეგ, ექიმების რეკომენდაციით, 2-3 თვის განმავლობაში აეკრძალა დაძაბულ და აქტიურ რეჟიმში მუშაობა, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს თავმჯდომარის პოსტი.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში მოიწვევს ყრილობას და პარტიას შესთავაზებს ორ ცვლილებას - ენმ-ის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას კანდიდატურას, ხოლო პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად საკუთარ თავს.
ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ 2023 წლის 30 იანვარს აირჩიეს.