პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მის ძმას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სასწრაფოა მისული და საავადმყოფოში გადაიყვანენ სავარაუდოდ", - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, სასტიკად სცემეს "ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს.