„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმა ჩიქოვანს ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. როგორც მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, საცხოვრებელ სახლთან ზონდერები თავს დაესხნენ.
"მარტო ვიმყოფებოდი სახლთან, "ოცნების" ზონდერები დამესხნენ თავს", -
ხეჩინაშვილის კლინიკაში საავადმყოფოში მიმავალი დიმა ჩიქოვანი აკეთებს.
„მარტო ვიმყოფებოდი, სახლთან სოლოლაკში. ყველას მინდა ვუთხრა, რომ ვერ მოგვერევიან. ესენი არიან მშიშრები. "ოცნების" ზონდერები დამესხნენ თავს.
კარგად ვარ, მაგრამ ეს არის ამ რეჟიმის დასასრული, ეს არის ბოლო. ვერ შეგვაშინებენ. ეს არის წარმოუდგენელი რამ. ყველა კარგად ვიქნებით და ქართული ოცნება დამთავრდება. რუსული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში ვერ იარსებებს. "ოცნება" არის რუსული მეთოდით მომუშავე", - თქვა ჩიქოვანმა.
ის ამ დროისთვის ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაუდებელი დახმარების განყოფილებაშია მოთავსებული.