სწორედ "ქართული ოცნებაა" ომის პარტია, - ამის შესახებ პარტია “ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
“როცა ისეთ კანონს იღებ, რომელიც იწვევს არეულობას, რომელიც აპირისპირებს საზოგადოებას, რომელიც არის მხოლოდ ქვეყნის ოკუპანტის ინტერესში, რომელიც გიკეტავს გზას ევროინტეგრაციისკენ, რომელიც ცვლის კონსტიტუციას, შედეგად იღებ არეულობას, დაპირისპირებას და ბოლოს ომს.
სწორედ "ქართული ოცნებაა" ომის პარტია.
მხოლოდ ამ მეთოდით უნდათ შეინარჩუნონ ძალაუფლება!
არა რუსულ ოცნებას!
არა რუსულ ხელისუფლებას საქართველოში!“ - წერს მამუკა ხაზარაძე.