ირლანდიის პარლამენტმა მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საიმონ ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
37 წლის საიმონ ჰარისი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია. მანამდე ის განათლების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
20 მარტს ლეო ვარადქარმა მოულოდნელად პრემიერის პოსტიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
ვარადქარი მთავრობის მეთაურის პოსტზე ორჯერ იყო არჩეული. ის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2017 წლიდან 2020 წლამდე და 2022 წლის დეკემბრიდან იკავებდა.