ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა ,ჯოზეფ ბორელმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური.
ამის შესახებ ბორელი სოციალურ ქსელ Х-ში წერს.
ბორელმა აღნიშნა, რომ დრონებით უგუნური თავდასხმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ზრდის საშიში ბირთვული ავარიის რისკს. მისივე თქმით, ასეთი თავდასხმები უნდა შეწყდეს.
მან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს რაფაელ გროსის და თავად სააგენტოს.
„რუსეთი უნდა გავიდეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს გროსიმ კვირას განაცხადა, რომ სულ მცირე სამი პირდაპირი დარტყმა განხორციელდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის შემაკავებელი მთავარ კონსტრუქციებზე.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურს აცნობეს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე დრონი აფეთქდა.