იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ კრემლის მუქარის შემცველი რიტორიკის არ ეშინია. იუწყება სააგენტო ANSA
იტალიის პრემიერმა კომენტარი გააკეთა ვლადიმირ პუტინის განცხადებებზე მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ. როგორც ცნობილია, კრემლის პროპაგანდა ცდილობს ტერაქტთან „უკრაინის დაკავშირებას“, მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
„ვფიქრობ, სიტუაცია არ შეცვლილა იმასთან შედარებით, რაც აქამდე ხდებოდა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმის კეთება, კერძოდ, უზრუნველვყოთ შეკავება, რომელიც უკვე შეძლო ევროპამ და დასავლეთმა. და ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ ესკალაცია არ იქნება. პუტინის განცხადებების რომ გვეშინოდეს, გვექნებოდა“, - დასძინა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ტერაქტში მონაწილე პირები თავდასხმის შემდეგ უკრაინისკენ გადაადგილდებოდნენ, „სადაც, წინასწარი მონაცემებით, მათთვის უკრაინულ მხარესთან ერთად მომზადებული იყო „ფანჯარა“ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის“.
თეთრი სახლის განცხადებით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა მხოლოდ „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკისრება. ასევე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ განშტოება, რომელმაც მოსკოვის საკონცერტო დარბაზში ტერაქტი განახორციელა, ტერორისტულ თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა.