თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინას კავშირი არ აქვს მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტთან.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ედრიენ უოთსონმა განაცხადა, რომ „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა მხოლოდ „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკისრება.
"ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკისრება. უკრაინის მონაწილეობას ადგილი არ ჰქონია ", - აღნიშნა ედრიენ უოთსონმა.
მანამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ABC News-თან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ ტერაქტში უკრაინის მონაწილეობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
22 მარტს „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერორისტულ თავდასხმას 137 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა კი 180-ს აღწევს.