საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალმა, რომელმაც მოსკოვის მახლობლად „კროკუს სითი ჰოლზე“, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო, ბოლო თვეებში საფრანგეთში რამდენიმე ტერაქტის განხორციელება სცადა. იუწყება Le Parisien
საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონის გაზრდის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა.
რუსეთის ფედერაციაში მომხდარი ტერაქტის შესახებ კითხვაზე, მან თქვა, რომ იმავე დაჯგუფებას, რომელიც მონაწილეობდა„კროკუს სითი ჰოლში“ განვითარებულ მოვლენებში, ბოლო თვეებში საფრანგეთში ტერაქტის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა.
მაკრონმა მოუწოდა გაგრძელდეს „ეფექტური ქმედება იმ დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომლებიც გეგმავენ თავდასხმებს რამდენიმე ქვეყანაში“ და პირობა დადო, რომ ამ საკითხზე რუსეთთან „გაძლიერებულად ოთანამშრომლობენ.“
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ მოსკოვის მახლობლად 22 მარტს მომხდარი ტერაქტის ფონზე საფრანგეთმა ტერაქტების საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა.