ივანიშვილის პარტიას კატასრტოფულად ეშინია თავისუფლებაზე მყოფი პრეზიდენტი სააკაშვილის, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავს თქმით, სწორედ ამ შიშის გამო ამყოფებს "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს პატიმრობაში.
ამასთან, ბოკუჩავა იმედოვნებს, რომ მოქმედი პრეზიდენტი კარგად აცნობიერებს, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებას.
ივანიშვილის პარტიას კატასრტოფულად ეშინია თავისუფლებაზე მყოფი პრეზიდენტი სააკაშვილის. სწორედ ამიტომ იმყოფება ის პოლიტიკურ ტყვეობაში, თუმცა მე იმედს ვიტოვებ, რომ საქართელოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული და ევროპული ინტერესებისთვის, რომ ქვეყანას არ ჰყავდეს პოლიტპატიმარი, პოლიტიკური ტყვე პრეზიდენტი სააკაშვილის სახით, რომ ის იყოს გათავისუფლებული და ჩვენი ქვეყანა წავიდეს წინ, - ამბობს თიკა ბოკუჩავა.