ივანიშვილი უკან დაბრუნებით იღებს პასუხისმგებლობას წინა პოლიტიკაზე და იმაზეც, რაც უახლოეს თვეებში მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრაქტივთან“ (EURACTIV) ინტერვიუში განაცხადა.
შეკითხვაზე დეოლიგარქიზაცია კიდევ ერთი აქტუალური საკითხია. ევროპელი ოფიციალური პირები ასევე შეშფოთებულები არიან ბატონი ივანიშვილის დაბრუნებით: ღელავთ, რომ ამან შეიძლება შეაფერხოს თქვენი ევროკავშირში გაწევრიანების შანსები? სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ იცანიშვილ უკამ დაბრუნებით გარკვეულწილად იღებს პასუხისმგებლობას.
„ის [ივანიშვილი] აღარ არის [პოლიტიკურ] სპექტრს მიღმა, რადგან ის ისევ პოლიტიკურ პარტიაშია, ასე რომ, ეს ყველაფერი ნათელია. გარკვეულწილად, უკან დაბრუნებით ის იღებს პასუხისმგებლობას წინა პოლიტიკაზე და იმაზეც, რაც უახლოეს თვეებში მოხდება.
შეკითხვაზე რუსეთი ევროპისთვის უფრო დიდი საფრთხე ხდება: ბალტიისპირეთი წუხს, რომ შეიძლება ისინი შემდეგნი იყვნენ. ფიქრობთ, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები საკმარისად სერიოზულად აღიქვამენ ამ საფრთხეს და კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს? სალომე ზურაბიშვლმა განაცხადა, რომ ამჯერად ძალიან შღამბეჭდავია დასავლეთის სოლიდარობა.
„ჩემთვის ცოტა უხერხული იქნება დასავლელი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის სერიოზულობის გაკრიტიკება. პირიქით, ვიტყოდი, რომ ამჯერად ძალიან შთამბეჭდავია სოლიდარობა. უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან ორი წლის შემდეგ სოლიდარობა არ ნელდება - ყველანაირი დაბრკოლების მიუხედავად, 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით, ვინმეს უკან მოტოვების გარეშე, ევროპა ევროკავშირად დარჩა, იგივე ეხება საზოგადოებრივ აზრსაც. ეს ომია, რომელიც ორი წელია მიმდინარეობს და ეკონომიკური წნეხის მიუხედავად, ჩვენ მაინც გვყავს მხადამჭერების უმრავლესობა. დიახ, მეტის საჭიროებაა, რადგან უკრაინისთვის აშკარად მეტი იარაღია საჭირო, მაგრამ ეს უფრო წარმოების საკითხია, ვიდრე მიწოდების სურვილის...
მთლიანობაში, სიტუაცია ვითარდება და რუსული საფრთხე არ შეცვლილა. მათ, ვინც მხოლოდ დღეს აღმოაჩინა რუსული საფრთხე, შეიძლება იფიქრონ, რომ ის შეიცვალა ან გაიზარდა. სანამ რუსეთი ისეთივეა, როგორადაც ჩვენ ყოველთვის ვიცნობდით მას, ყოველთვის ასე იქნება, სადაც კი რბილ ადგილს იპოვის, იქით გადაადგილდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რბილი ადგილები არ არსებობდეს. სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, რადგან სანამ გარეთ ხარ, არ იმყოფები დაცულ ზონაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.