ცოლის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 44 წლის კაცი დუმილის უფლებას იყენებს. პროკურორის ინფორმაციით, დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზეა ჩადენილი.
ცოლ-ქმარი ბათუმში ქირით, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდნენ. ბავშვები მკვლელობის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ.
გამოძიების ვერსიით, 44 წლის ზვიად ბერიძემ 2024 წლის 1 იანვარს საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკებისას ცოლს დანის დარტყმით დაზიანებები მიაყენა მარცხენა მხრის, ზურგის, თვალისა და თხემის არეში. მიყენებული დაზიანებებით ქალი გარდაიცვალა. მკვლელობის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ.
ბრალდებული წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი. ამჟამად ის პირობით სასჯელს იხდიდა, 2020 წელს ნარკოდანაშაულისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე.
ცოლ-ქმარი ბათუმში ქირით, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდნენ. ბავშვები მკვლელობის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ.
მომდევნო სასამართლო სხდომა 25 თებერვალს გაიმართება.