უბედური შემთხვევა მოხდა ახმეტაში. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეზოს ტერიტორიაზე დამონტაჟებული სატელეფონო ანძების გასასწორებლად, რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ასულ კაცს ფეხქვეშ ბეტონის საყრდენი ჩაენგრა და სიმაღლიდან ძირს ჩავარდა.
35 წლამდე კაცი ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით ის კომპანია "მაგთიკომის" თანამშრომელი იყო და კახეთში სამუშაოს შესასრულებლად იყო გაგზავნილი.