აბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევას უცხოეთის მოქალაქე ემსხვერპლა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს.
შემთხვევა სოფელ მარანთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მინივენი შეეჯახა, რომელსაც უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.