ბათუმში, გვიან ღამით მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლული შუა ხნის კაცი სანაპიროზე გამვლელმა იპოვა და პოლიციას შეატყობინა.
გარდაცვლილ კაცს სავარაუდოდ, ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
მკვლელობის მოტივი და მიზეზი უცნობია.
შსს-ის ინფორმაციით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული, მიმდინარეობს გამოძიება.