მარნეულში მანქანა ქვეითად მიმავალ 35 წლის კაცს დაეჯახა, ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ქვემო გულარში მცხოვრები კაცი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მას "ოპელის" მარკის ავტომობილი დაეჯახა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შემთხვევის ადგილას სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და ექსპერტები მუშაობდნენ. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.