ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი მცირეწლოვანი დაკბინა. ინფორმაციას "გურია ტვ" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკბენილები არიან 5 წლის და 2,7 წლის ძმები. განსაკუთრებით მძიმეა უმცროსის მდგომარეობა. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. ის რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს.
როგორც გამოცემა წერს, იმ მომენტში როცა მცირეწლოვანს ავტომობილში სვამდნენ, რათა კლინიკაში გადეყვანათ, ძაღლი მეორე ბავშვს დაესხა თავს და უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. დედამ შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვა. ამ დროის მონაცემებით, უფროსი ბიჭუნას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვს, თუმცა მძიმეა უმცროსი ბავშვის მდგომარეობა.