მომღერალი ბაბი კირკიტაძე 9 დეკემბერს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება ვიდეო-ფაბრიკაციის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის საქმეზე. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამის შესახებ მათ საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს.
7 დეკემბერს, მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ ე.წ. ჩათებში ვრცელდება პორნოშინაარსის ვიდეოფაბრიკაცია და გეგმავს მიმართოს საგამოძიებო უწყებებს:
“ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ როგორც ჩანს ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს !!!
პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის !
ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ ..!!!
ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ.
მე ამასაც გავუძლებ, ამასაც რაღაცნაირად გადავიტან.
იმ საზიზღრობის შემქმნელებს და გამავრცელებლებს რაც შეეხებათ, ისინი მთელი თავისი ცხოვრება თავისივე ბოროტებაში და ბოღმაში ჩაიხრჩობიან.
აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს!" - წერს ბაბი კირკიტაძე.