პოლონეთში 19 წლის ქალის გატაცების ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. იუწყება პოლონური მედია.
პოლიციის ინფორმაციით, გატაცებული ასევე წარმოშობით ქართველია. ინციდენტი ქალაქ სკერნევიცეში მოხდა.
მომხდარის შესახებ პოლიციას ახალგაზრდა ქალის დედამ შეატყობინა. გამტაცებლებმა ქალი ქალაქ ვერუშუვში წაიყვანეს, ისინი პოლიციამ შეტყობინების მიღებიდან ხუთ საათში იპოვა.
დაკავებულები 38, 37 და 33 წლის კაცები არიან, მათ წინასწარი პატიმრობა შეფარდათ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.