ახალგაზრდა კაცი, რომელსაც გორში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა, - ინფორმაციას გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა.
შსს-ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276 მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.