თბილისში ორი პირი დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. შემთხვევა ზაარბრიუკენის მოედანზე მოხდა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, თავდაპირველად დაპირისპირება რამდენიმე ახლგაზრდას შორის დაიწყო და საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ვითარების განმუხტვას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.
გავრცელებული ცნობით, პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ოპერაცია უტარდება დაჭრილ მოქალაქესაც.
გამოძიება პოლიციელზე თავდასხმისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს.