კვარიათში, ზღვაში ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო.
შემთხვევა დღეს მოხდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, 19 წლის ბიჭი ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინედანაა. ის ზღვაზე დასასვენებლად იყო ჩასული. წყალში შესვლის შემდეგ დიდი ტალღების გამო მან უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
ადგილზე იყვნენ მაშველები, თუმცა მათ ახალგაზრდის გადარჩენა ვერ შეძლეს.