მოსკოვთან მდებარე ქალაქ ოდინცოვოს საწყობში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ BBC რუსულ სააგენტო „ტასზე“ დაყრდნობით წერს.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მოსკოვის რეგიონის განყოფილების წარმომადგენლის თქმით, ცეცხლი 2 000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამასთან, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩამოაგდეს ორი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც მოსკოვს არ უახლოვდებოდნენ, ერთი მათგანი – ოდინცოვოს ოლქში, მეორე კი – კალუგის რეგიონში.
ოდინცოვო მოსკოვის დასავლეთით, მისი შემოგარენიდან რადენიმე კილომეტრში მდებარეობს.