რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს ისევ დაარტყეს.
ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იური მალაშკო ავრცელებს.
„რუსული ტერორისტული შეტევის სამიზნე კვლავ გახდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. ისევ არა სამხედრო სამიზნეები. ეს ამ დროისათვის ძალაიან ხალხმრავალი ადგილია. მივდივარ ადგილზე. იმედია მსხვერპლი არ იქნება“, - წერს მალაშკო Telegram-ზე.
ამჟამად ზაპოროჟიეს ოლქის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გრძელდება.
ზაპოროჟიეს საქალაქო ადმინისტრაციის წარმომადგენლის ანატოლი კურტევის განცხადებით, დარტყმის ადგილზე ხანძარი გაჩნდა. არიან დაშავებულები. „ინფორმაცია ზუსტდება. შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ“, - განაცხადა კურტევმა.