რუსეთში, მოსკოვის ოლქის ქალაქ დომოდედოვოში 10 აგვისტოს ღამით, აფეთქებები მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. ინფორმაციას რუსული გამოცემები ავრცელებენ.
გამოცემა Astra-ს ცნობით, რომელიც თვითმხილველებს ეყრდნობა, დომოდედოვოში აფეთქებების შედეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ძლიერი ხანძრის შესახებ ინფორმაციებს ადასტურებენ სხვა რუსული მედიასაშუალებებიც.
სამთავრობო მედია „რია ნოვოსტი“ რეგიონალურ საგანგეგბო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ დომოდედოვოში 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ავტოსერვისი იწვის. რუსული ტელეგრამ-არხი Shot ადგილობრივებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ხანძარი გაზის ბალონების აფეთქებამ გამოიწვია.