უკრაინის არმია აგრძელებს შეტევით მოქმედებეს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით, უკრაინელი სამხედროები რუსი ოკუპანტების თავდაცვის პირველ ხაზზე გავიდნენ.
ამის შესახებ ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობის „ტავრიას“ მეთაურის მოადგილემ სერჰი კუზმინმა განაცხადა.
„უკრაინის არმია აგრძელებს შეტევით მოქმედებებს რობოტინოს დასახლებულ პუნქტში. ამ მიმართულებით არის წინსვლა ასობით მეტრით. ასევე გრძელდება შეტევითი მოქმედებები ბერდიანსკის მიმართულებით.
ჩვენ უკვე ოკუპანტების პირველ ხაზზე გავედით. პირველი ხაზი ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენი სამხედროები წინ მიიწევენ, ჩვენ წინ მივიწევთ და ეს წინსვლა შენელებულია დანაღმული ბარიერებით და ავიაციის ნაკლებობით“, - ამბობს კუზმინი.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით მაღალია დანაღმული ველების და მტრის საინჟინრო ზღუდეების დონე. კუზმინის თქმით, რუსული ძალები უფრო მეტად არიან მომზადებულები, რუსული არმია თავდაცვის მეორე ხაზიდან რეზერვებს აგზავნის, კერძოდ, საზღვაო ქვეითებს, მედესანტეებსა და სპეცრაზმელები.