დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მომატება ბუნებაში, განსაკუთრებით, ტყეებში, ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს.
სააგენტო მოსახლეობას მოწოდებს გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება.
„გახსოვდეთ, კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ ბუნებრივი კატასტროფების რისკი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამ ფონზე, ადამიანების დაუდევრობა კიდევ უფრო სავალალო შედეგების მომტანი ხდება.
დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ !!!
ბუნებაში გასვლისას გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება:
არ დაანთოთ კოცონი სპეციალურად გამოყოფილი ადგილების (საცეცხლურები) გარდა
ტერიტორიის დატოვებამდე დარწმუნდით, რომ ცეცხლი ჩამქვრალია
არ გადააგდოთ სიგარეტის ნამწვი
არ დააბინძუროთ ბუნება, განსაკუთრებით, თუნუქისა და მინის ქილებით.
გაუფრთხილდით გარემოს!“ - ნათქვამია განცხადებაში.