ჩემს კოლეგას შევთავაზე უნგრეთის დახმარება სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლაში, თუ ეს საჭირო იქნება, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.
„უკანასკნელ დღეებში და საათებშიც კი ჩვენ რამდენჯერმე აღვმოჩნდით ამინდის მკვეთრი გამოვლინებების წინაშე, რომელიც სრულ სიგიჟედ იქცა. შტორმებს, უხვი წვიმას და წყალდიდობებს ასევე მოჰყვა სერიოზული შედეგები მოშორებით მდებარე ევროპის ნაწილში. საქართველოში უპრეცედენტო წვიმამ გამოწივია მეწყერი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც მსგავსი კატასტროფა არასდროს უნახავთ. ბევრი გარდაიცვალა და დაიკარგა, სახეზეა უზარმარაზი ზარალი. მე გამოვხატე ჩემი სიმპათია ჩემი ქართველი კოლეგის მიმართ ტელეფონით და შევთავაზე უნგრეთის დახმარება სტიქიური უბედურებებთან ბრძოლაში, თუ ეს საჭიროა. ილია დარჩიაშვილმა მიიღო ეს შეთავაზევა მადლიერებით, და შეაფასა ეს როგორც ნამდვილი მეგობრობის ჟესტი და განაცხადა, რომ საქართველო მიმართავს უნგრეთს, თუ მათი საკუთარი რესურების ამოიწურება“, – წერს პიტერ სიიარტო.