საქართველოში საფრანგეთის საელჩო შოვში სტიქიის დროს გარდაცვლილთა ახლობლების მიმართ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოში საფრანგეთის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დამანგრეველი მეწყრის ჩამოწოლისას გარდაცვლილთა ახლობლების მიმართ. ვფიქრობთ სტიქიის ზონაში დაკარგულ თუ ჩარჩენილ ყველა ადამიანზე და ვიმედოვნებთ, რომ ისინი უვნებლად დაუბრუნდებიან ოჯახებს. მხარდაჭერას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციებში ჩართულ ყველა პროფესიონალსა და კერძო პირს“, – აღნიშნულია საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.