„უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა სპეცოპერაცია ნოვოროსიისკში რუსული სადესანტო ხომალდის წინააღმდეგ.
ოპერაციის ფარგლებში უკრაინული ძალები საზღვაო დრონით თავს დაესხნენ რუსულ სადესანტო ხომალდ „ოლენეგორსკი გორნიაკს“. დაზიანდა ხომალდის კორპუსი, რის გამოც ის სამხედრო მისიებში მონაწილეობის მიღებას ვეღარ შეძლებს.