საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა. ინფორმაციას მედიას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური უდასტურებს.
სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. დილიდან ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანა განახლდა. უკვე ევაკუირებულია 80-მდე ადამიანი