რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, ნატო-ში უკრაინის გაწევრინაება ან მისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა უკონტროლო შედეგებს გამოიწვევს.
„ნებისმიერი მცდელობა ქვეყნის {უკრაინის} ნატო-ში შეყვანის ან მისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის ან რაიმე ფორმულირების მოფიქრების... ყველაფერი, რაც შესაძლოა გაუთანაბრდეს ამ ორგანიზაციაში წევრობას, არსებითად გაართულებს ვითარებას უკრაინის კრიზისის ირგვლივ, გამოიწვევს უკონტროლო შედეგებს ევროპისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისათვს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ აშშ-სა და უკრაინას შორის უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას.
მისი თქმით, განცხადება ვაშინგტონის მიერ კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის შესახებ მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით წარმოადგენს „ვერბალურ ეკვილიბრისტიკას“, რათა შეინარჩუონ უკრაინა „რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმის“ სახით.
„ეს ყველაფერი ვერბალური ეკვილიბრისტიკაა, რომლის მიზანია გამოიყენონ უკრაინა ანტირუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად, რომელიც დასავლეთმა წამოიწყო. ასევე შეინარჩუნონ უკრაინის ტერიტორია პლაცდარმის სახით ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“, - განაცხადა ზახაროვამ.