უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში, ანდრეევკის სამხრეთით პოზიციებიდან, რომელიც ბახმუტის რაიონში მდებარეობს, რუსეთის ძალები განდევნეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
„ბახმუტის მიმართულებით, ჩვენი არმია განაგრძობს შეტევით მოქმედებებს ქალაქ ბახმუტის სამხრეთით. თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული შეტევთი მოქმედებების დროს მტერმა სამხრეთ ავდეევკის რაიონში პოზიციებიდან უკან დაიხია, წარუმატებლად ცდილობდა დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ჩრდილოეთ და დასავლეთ კლეშეევკაში, ასევე კურდიუმოვკის ჩრდილო-დასავლეთით. მძიმე ბრძოლები გრძელდება“, - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
ამასთან, გენშტაბის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძლებენ შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებით, ამაგრებენ მიღწეულ საზღვრებს.
გენშტაბი ასევე იტყობინება, რომ მტერი განიცდის პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის მნიშვნელოვან დანაკარს. ამავე დროს ოკუპანტები აგრძელებენ ძლიერი წინააღმდეგობის გაწევას. ახორციელებენ ქვედანაყოფების გადაჯგუფებას.