უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა 1-ელ აგვისტოს, ღამით, ხარკოვზე დრონებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთ-ერთი საერთო საცხოვრებლის ორი სართული დაინგრა, გაჩნდა ხანძარი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ქალაქის მერის იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, მტერმა სავარუდოდ, სამი დარტყმა განახორციელა, სამივე ქალაქის ცენტრში.
პროკურატურის ინფორმაციით, მტრის დრონებმა დააზიანეს სასწავლო დაწესებულების შენობა და სპორტული ობიექტი, დაიჭრა დაცვის თანამშრომელი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.