უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს ჩონგარის ხიდზე, რომელიც დროებით ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
უწყების ცნობით, თავდასხმა წარმატებით დასრულდა და ხიდი დაზიანდა.
"უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებით დაარტყეს ჩონგარის ხიდს 29 ივლისს დილით. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - აცხადებენ უწყებაში.