დნიპროში რუსეთის ძალებმა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაბომბა. დაშავდა 5 ადამიანი.
ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.
„დაშავებულია ოთხი კაცი, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 18 წლისაა და ყველაზე უფროსი 53 წლის და 77 წლის ქალი. ყველა მათგანს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია და მათი ჰოსპიტალიზება არ გახდა საჭირო“, - წერს კლიმენკო Telegram-ზე.
რუსეთმა დნიპროზე სარაკეტო იერიში დღეს, 28 ივლისის საღამოს მიიტანა.