რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა. იუწყება "რია ნოვოსტი".
მედია საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ დაშავებულია 12 ადამიანი.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის განცხადებით, სავარაუდოდ რაკეტა აფეთქდა.
აფეთქება ერთ-ერთ კაფესთან მოხდა, დაზიანებულია ახლომდებარე შენობები და ავტომობილები. ნანგრევებში შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი.