რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართული ლეგიონის 70 წევრს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა „ტასი“ ავრცელებს.
70 პირს შორის არის ლეგიონის ლიდერიც, მამუკა მამულაშვილი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, რომ მამულაშვილმა 2014 წელს შექმნა ქართული ლეგიონი და ახორციელებდა ქართველების გადაბირებას ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ.