უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეო რომელშიც უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკოეს გათავისუფლების შესახებ იუწყებიან.
“35-ე ბრიგადამ, ასევე ტერიტორიული თავდაცვის მეგობრულმა ბატალიონმა „არეიმ“ შეასრუელს ამოცანა და გაათავისუფლეს სოფელი სტარომაიორსკოე. დიდება უკრაინას!“ - ამბობენ სამხედროები.
უკრაინის პრეზიდენტი ვიდეოს კომენტარს ურთავს შემდეგი ფრაზებით: „ჩვენი სამხრეთი! ჩვენი ბიჭები! დიდება უკრაინას!“.
სტარომაიორსკოეს გათავისუფლება ასევე დაადასტურა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმაც.
„დონეცკის ოლქის სტარომაიორსკოე თავისუფალია. ახლა ჩვენი დამცველები განაგრძობენ დასახლებული პუნქტის დაცვას“, -წერს მალიარი Telegram-ზე.