რუსეთში, ალთაიში „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა - დაშავდა.ინფორმაციას რუსული გამოცემა „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
გამოცემა საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ კერძო ვერტმფრენი დაშვებისას სავარაუდოდ ელექტროგადამცემ ხაზებს გამოედო, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა.
კომპანია „ალტაი ავიას“ კუთვნილ ვერტმფრენს ტურისტული ჯგუფი გადაჰყავდა. ბორტზე 16 ადამიანი იმყოფებოდა -13 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი.
ჰოსპიტალიზებულია 8 ადამიანი, მათ შორის ოთხის მდგომარეობა მძიმეა.
საგამოძიებო კომიტეტმა საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.