ბათუმში, სარფში ზღვაში 40 წლამდე კაცი დაიხრჩო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია "აჭარა News" ავრცელებს.
მედიის ცნობით, თვითმხილველების თქმით, ზღვაში შენიშნეს კაცი, რომელიც გამოსვლას ვერ ახერხებდა და 112-ში დარეკეს.
კაცი წყლიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. ადგილზე მისი დახმარება სცადეს, თუმცა კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებოდნენ.