ევროკომისიამ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების მორიგი ტრანშის გამოყოფის შესახებ განაცხდა, რომლის ღირებულებაც 1,5 მილიარდ ევროს შეადგენს.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ში წერს.
ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაინემა დაგმო რუსეთის თავდასხმები უკრინის მარცვლეულის ტერმინალებზე.
„ვიდრე რუსეთი განაგრძობს დაუნდობელ ომს, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას. დღეს ჩვენ გამოვყავით კიდევ 1,5 მილიარდი ევრო, რათა დავეხმაროთ სახლემწიფოს ფუნქციონერებასა და ინფრასტრუქტურის აღდგენაში“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.